მათეს სახარება
თავი მეცამეტე
იმ დღეს, იესომ,
გადაწყვიტა ზღვის ნაპირზე გამოსვლა, ხოლო მის გარშემო შემოიკრიბა დიდძალი ხალხი.
იგავი მთესავზე
„გამოვიდა მთესავი ხორბლის დასათესად და დაეპნია მარცვალი
გზის პირას. მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს მარცვლები. გააგრძელა გზა მთესავმა და
შემდეგი მარცვლები კლდიან ადგილას დაეყარა, სადაც ნიადაგი ღრმა არ იყო, ამიტომ მარცვლები
სწრაფად აღმოცენდა, მაგრამ ღრმა ფესვები ვერ გაიდგა. ამოვიდა მზე, და რადგანაც მცენარეს
ღრმა ფესვები არ ჰქონდა გახმა. შემდეგი მარცვლები ეკალ–ბარდებში ჩაცვივდა. მარცვლებმა
ზრდა დაიწყო, მაგრამ მალე ეკლებმა მთლიანად შთანთქა ისინი. ხოლო დარჩენილი მარცვლები
ნოყიერ ნიადაგზე დავარდნენ, გაიზარდეს, ფესვები გაიდგეს და კარგი ნაყოფიც გამოისხეს.
ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი!
იესომ ხალხს სმენისაკენ მოუწოდა. მაშინ მივიდნენ მასთან
მოწაფეები და ჰკითხეს: „უფალო, რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“, ხოლო იესომ მათ მიუგო:
„იმიტომ რომ თქვენ მოგეცათ ცათა სასუფევლის ცოდნა, ხოლო მათ არა. რადგანაც ვისაც აქვს,
მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ის, რაც აქვს. იგავებით
იმოტომ ვსაუბრობ, რომ მხედველნი ვერას ხედავნ, მსმენელნი ვერას ისმენენ და არც არაფერი
იციან.
და მართლდება ესაია
წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს: „სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით
იხილავთ და ვერ დაინახავთ. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ
თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ,
რათა განვკურნო ისინი.“
ხოლო თქვენ ნეტარ ხართ, იმიტომ რომ თვალი ხედავს, ყური
ისმენს. მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის სასწაული, რასაც თქვენ
ხედავთ და ვერ იხილეს და ესმინათ ის, რასაც
თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს. მაშ, მოისმინეთ მთესავის იგავი: „ყველას, ვინც
ისმენს უფლის სიტყვას და არ ესმის, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს.
ეს არის თესლი – გზის პირას დათესილი. ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს
ამ სიტყვას და სიხარულით იღებს მას. მაგრამ ფესვი არ აქვს, და როდესაც უბედურება დაატყდება
თავს ან დევნა, ამ სიტყვის გამო, ის მყისვე ცდუნდება. ხოლო ეკალ–ბარდებში დათესილი
ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ ამქვეყნიური საზრუნავები ართობენ მას. კარგ ნიადაგზე
დათესილი კი ის არის, ვინც ამ სიტყვას მოისმენს და შეიგნებს და ამიტომ გამოაქვს ნაყოფი,
ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი!
იგავი ღვარძლზე
„ემსგავსა სასუფეველი ღმრთისა კაცისა, რომელმან დაჰთესა
თესლი კეთილი“
„კაცმა საღი თესლი დათესა ყანაში და კარგ მოსავალს ელოდა.
მაგრამ, ამ კაცს ჰყავდა მოშურნე–მტერი. იგი ფხიზლად ადევნებდა თვალს თესვის პროცესს,
და როდესაც დაღამდა და ყველას ეძინა, მოვიდა
მტერი, ჩათესა ღვარძლი და წავიდა, ისე, რომ ვერავინ შეამჩნია. როდესაც ჯეჯილი აღმოცენდა,
ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: „ბატონო,
შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში, საიდანღა აქვს ღვარძლი?“ ხოლო მან უთხრა: „ მტერმა
ქნა ეს“. მაშნ მონებმა მიუგეს: „თუ გნებავს, ბატონო, მივალთ და გავმარგლავთ ყანას.“
მაგრამ მან თქვა: „არა, რადგან მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც არ მიაყოლოთო. აცადეთ, კიდევ
გაიზარდოს, ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად, შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად
შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი, ჩემს ბეღელში შეინახეთ.“
იგავი მდოგვის მარცვალზე
„ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც
აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში“
მდოგვის მარცვალი, სხვა ყველა თესლძე პატარაა, მაგრამ
როცა ამოვა, ყველა მცენარეზე მაღალი გაიზრდება, ხედ იქცევა, ისე, რომ მოფრინავენ ცის
ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ.
იგავი სამ საწყაო ფქვილზე
ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა
და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა.
ყოველივე ამას იესო იგავებით ყვებოდა, რათა აღსრულებულიყო
წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: „გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად
და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან.“
იესომ ხალხი გაუშვა
და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მას მისი მოწაფეები და უთხრეს: „განგვიმარტე ღვარძლისა
და ყანის იგავი.“ ხოლო მან მიუგო: „საღი თესლი – ძეა კაცისა. ყანა არის ქვეყანა; საღი
თესლი – სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – უკეთურის ძენი. ღვარძლის მთესავი, მტერი
– ეშმაკი; მკა – ქვეყნის დასასრული და მომკალნი – ანგელოზები. როგორც შეკრებენ ღვარძლს
და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს, რადგან მოავლენს ძე კაცისა თავის
ანგელოზებს, ისინი კი ყველას შეკრებენ მის სასუფეველში (საცდურსა და ურჯულოს), და ჩაყრიან
მათ ცეცხლში და იქ იქნება დიდი ტირილი და ვაება. მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი
მათი მამის სასუფეველში.“ და იესომ კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ სმენისაკენ.
სასუფეველი მსგავსია
ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა.
გაყიდა ყველაფერი და იყიდა ის ყანა, სადაც განძი დაფლა. ცათა სასუფეველი მსგავსია
ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს, და როცა იპოვის მას, წავა, გაყიდის
ყველაფერს რაც აბადია და იყიდის მას. ცათა სასუფეველი მსგავსია ბადისა, რომელიც
იჭერს ნებისმიერ თევზს და როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან,
გოდრებს ვარგისით ავსებენ, ხოლო უვარგისებს გადაჰყრიან. ასე იქნება ქვეყნის
დასასრულსაც. მოვლენ ანგელოზები და მართლებს განარჩევენ უკეთურთაგან, და ჩაყრიან
უკეთურთ ცეცხლში და იქნება ტირილი და ვაება.
იგავის ბოლოს იესომ
მოწაფეებს ჰკითხა: „ყველაფერი გესმით?“
მათ კი მიუგეს: „დიახ,
უფალო!“
ხოლო იესომ მათ უთხრა:
ყოველი, ვიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც
თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალი და ძველიც. და როდესაც იესომ დაასრულა თხრობა,
იქიდან წამოვიდა, დაბრუნდა თავის სახლში და სწავლება დაუწყო ხალხს სინაგოგაში.
ხალხს ძალიან უკვირდა და
იძახდნენ: „საიდან ამხელა სიბრძნე და ძალა? გამა ხუროს შვილი არ არის? განა
დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს – იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? და
განა ჩვენს შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს?“
ხალხი ცდებოდა მასში. ხოლო
იესომ უთხრა მათ: „არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში
და თავის სახლში. და არა მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო“
No comments:
Post a Comment