მათეს სახარება
თავი მეთოთხმეტე
იმ ხნად ჰეროდე მეოთხედმთავრამდეც მიაღწია იესოს ამბავმა.
მას იესო მკვდრეთით აღმდგარი იოანე ნათლისმცემელი ეგონა და თავის მსახურებსაც იგივე
უთხრა, ვინაიდან მან ჰეროდიადას (თავისი ძმის,
ფილიპეს ცოლი) ბრძანებით შეიპყრო, გათოკა და დაამწყვდია იგი, რადგანაც იოანე მათ ამხელდათ.
ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს, ჰეროდიადას ასულმა, იცეკვა
ტეტრარქისა და მისი სტუმრების წინაშე. მოხიბლული ჰეროდე, სალომეას მისი ნებისმიერი
სურვილის ასრულებას დაჰპირდა. ხოლო მან, ჰეროდიადასაგან შეგულიანებულმა, ტეტრარქს
იოანე ნათლისმცემლის თავი სთხოვა, ლანგრით მორთმეული. შეწუხდა ჰეროდე, მაგრამ ფიცისა
და თანამეინახეთა რიდით პირობა აღასრულა. ჰეროდემ მსახური წარგზავნა იოანესთან. მალე
ყმაწვილ ქალს ლანგრით მისი თავი მოართვეს, ხოლო სალომეამ პირველ რიგში ჰეროდიადას გადასცა
ლანგარი.
იოანეს მოწაფეებმა, რომ შეიტყეს ეს ამბავი, მოვიდნენ,
გვამი წაიღეს და დამარხეს, მერე კი წავიდნენ და იესოს აცნობეს.
ეს რომ გაიგო, იესო იქაურობას ნავით გაეცალა და უდაბნოში
განმარტოვდა, თუმცა ხალხმა მისი ადგილსამყოფელი გაიგო და ფეხდაფეხ გაყვნენ. გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი, შეეცოდა
ისინი და განკურნა. ხოლო შებინდებისას მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „უდაბურია
ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე, გაუშვი ეს ხალხი, რათა წავიდნენ საჭმლის საყიდლად.
მაგრამ მან უთხრა: „არ დასჭირდებათ წასვლა, რადგან თქვენ მისცემთ მათ საკვებს.“ ხოლო მათ უთხრეს: ორი თევზისა და ხუთი პურის გარდა
არაფერი გვაქვსო. იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეტო. და მოლზე უბრძანა მათ დასხდომა.
აიღო ორი თევზი და ხუთი პური, აღაპყრო თვალები ზეცისაკენ, აკურთხა, დატეხა პურები და
მოწაფეეებს დაურიგა, მათ კი სხვებს. ნაარჩენებით კიდევ 12 გოდორი გაავსეს. ყველამ ჭამა
და გაძღა, ხოლო იყო მჭამელი 5000 კაცი, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. და მაშინვე აიძულა
მოწაფეები ჩამჯდარიყვნენ ნავში და წასულიყვნენ, მანამ სანამ ის ხალხს გაისტუმრებდა. ხალხი რომ გაისტუმრა ავიდა მთაზე და იქ გაატარა
ღამე.
ხოლო ნავი უკვე შუაგულ ზღვაში იყო და ტალღები აქანავებდნენ, ვინაიდან პირქარი იყო. ღამის მეოთხე
გუშაგობისას იესო მათ ტალღებზე სვილთ მივიდა მათთან. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს,
მოწაფეები შეკრთნენ და შეჰყვირეს. მაშინვე უპასუხა იესომ: მე ვარ , ნუ გეშინიათ. ხოლო
პეტრემ მიუგო: უფალო, თუ მათლა შენ ხარ, მიბრძანე და ზღვით მოვალ შენთან! ხოლო მან უბრძანა. გადმოვიდა პეტრე ნავიდან რათა
მისულიყო ზღვით უფალთან. მაგრამ როდესაც ძლიერი ქარი ამოვარდა ჩაძირვა დაიწყო და უფალს
შეღღაღადა: უფალო მიშველე. მაშნვე გაუწოდა ხელი იესომ და უთხრა: მცირედ მორწმუნეო რამ
შეგაჭმუნვა? და ავიდნენ თუ არა ნავზე, ქარი ჩაწყნარდა. ხოლო ნავში მყოფნი მიეგებნენ
და უთხრეს: „ჭეშმარიტი ღვთის ძე ხარ“. ასე გავიდნენ და მიადგნენ გენესარეთის მხარეს.
იქ ხალხმა იესო იცნო და მთელი ქალაქიდან სნეულები მოუყვანეს. ევედრებოდნენ ხელი შეგვახებინეო
შენი სამოსის კალთისათვის და მყისვე იკურნებოდნენ.
No comments:
Post a Comment