Thursday, March 27, 2014

მათეს სახარება. 17 თავი

მათეს სახარება
თავი 17

ფერისცვალება

ექვსი დღის შემდეგ იესომ პეტრე, იოანე და იაკობი აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსი გასპეტაკდა როგორც ნათელი.* და აჰა, გამოეცხადნენ მათ მოსე და ელია იესოსთან მოსაუბრენი. **

 მაშინ თქვა პეტრემ: "უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას." პეტრეს სიტყვა ჯერ დამთავრებული არ ჰკონდა, რომ ღრუბლებიდან ხმა გაისმა: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!"

 ეს რომ გაიგეს მოწაფეებმა შეეშინდათ და პირქვე დაემხნენ. იესო მათ მიუახლოვდა და უთხრა: "წამოდექით და ნუ გეშინიათ!", ხოლო როდესაც მოწაფეებმა თვალები გაახილეს, ვეღარავინ დაინახეს იესოს გარდა.

ხოლო, როდესაც ისინი მთიდან ჩამოდიოდნენ, უთხრა მათ უფალმა: "არავის არაფერი მოუყვეთ, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება." 

დაინტერესებულმა მოწაფეებმა უფალს ჰკითხეს: "რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველი ელია უნდა მოვიდეს?" ხოლო უფალმა უპასუხა: "ელია ნამდვილად მოვა და ყოველივეს მოაწესრიგებს. თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასე მოელის მათგან ტანჯვა."

მაშინ მოწაფეები მიხვდნენ, რომ საუბარი იოანე ნათლისმცემელს ეხებოდა.


მთვარეულის განკურნება
იესო და მისი მოწაფეები ხალხთან დაბრუნდნენ. მივიდა უფალთან ერთი კაცი, მუხლი მოიდრიკა და უთხრა: "უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია დაძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში და წარამარა კიდევ წყალში ვარდება. მივუყვანე იგი შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება."

ხოლო იესომ მათ უთხრა: "ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი!"

შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა ისგან.  ყმაწვილი იმ საათშივე განიკურნა.


მაშინ განარტოებით მიუახლოვდნენ უფალს მოწაფეები და უთხრეს: "ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?"

ხოლო უფალმა მიუგო მათ: "თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმრიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვალისოდენა რწმენაც რომ  გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქინთ გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება."

გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: "კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთ ხელში, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება."
 ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ.

სატაძრო ხარკისათვის
კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: "თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?"

მან უთხრა: კიო. როცა ის სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: "რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს – თავიანთ ძეთაგან, თუ უცხოთაგან?"

როცა თქვა: "უცხოთგან", იესომ უთხრა მას: "აბა, ძენი თავისუფლები ყოფილან. მაგრამ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წადი ზღვაზე, ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. წამოიგე იგი და მიეცი იგი ჩემთვის და შენთვის!"


თაბორის მთა – მთა ისრაელის დაბლობზე, ქვემო გალილეაში, ქალაქ ნაზარეთიდან 9 კილომეტრში. ქრისტიანობაში ტრადიციულად მიიჩნევა ფერისცვალების ადგილად.


წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი  – ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ. ნეტარის ზედწოდება - თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში).



იოანე ღვთისმეტყველი — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. იოანეს სახარების, იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსი) და სამი ეპისტოლეს ავტორი. ხსენების დღე — 8 (21) მაისი.



დიდრაქმა -კოლხური თეთრი, ძვ. . VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი - შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებულ ბერძნულ ახალშენებს (ფაზისს). არსებობს კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი:
დიდრაქმა I ტიპი - შუბლზე - მარჯვნივ და მარცხნივ მიმართული მწოლიარე ლომი; ზურგზე - მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურაფიგურადიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90



დიდრაქმა II ტიპი -შუბლზე - ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ადამიანის ისეთივე თავები, როგორიც მონეტის შუბლზეა.  დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 


დიდრაქმა III ტიპი - შუბლზე ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ  მდგარი  2 ხარი. დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90

სტატერი ძველი ბერძნული მასის ერთეული და მონეტა. ჭრიდნენ ელექტრუმის, ვერცხლის და ოქროს სტატერებს. მასა სხვადასხვა პუნქტში სხვადასხვა იყო. მაგ: მილეტის ელექტრუმის სტატერი იწონიდა 14 გრამს,კიზიკოსისა 16 გრამს, ეგინის ვერცხლის სტატერი 12,12 გრამს, ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილი ოქროს სტატერის საშუალო მასა 8,6 გრამს შეადგენდ. საქართველოში  ფართოდ იყო გავრცელებული კიზიკოსის ელექტრუმის ალექსანდრე მაკედონელისა და თრაკიის მეფის ლისიმაქეს (ძვ.წ. 306-281) ოქროს სტატერები.


ოქროს სტატერი




ლისიმაქეს სტატერი  თრაკიის მეფის ლისიმაქეს (ძვ. . 306-281) სახელით მოჭრილი ოქროს მონეტა. შებლზე გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელი  პროფილში, ზურგზეტაზტზე მჯდომი ათენა პალადა, რომელსაც მარჯვნივ გაშლილ ხელში გამარჯვების ქალღმერთი ნიკე უჭირავს, ხოლო მარცხენათი შუბსა და ფარს ეყრდნობა. გამოსახულების წინ და უკან ბერძნული ზედქერილია:„ლისიმაქე მეფისა“. მონეტის ზურგზე დამატებითი სიმბოლოები და მონოგრამებია. იმის მიხედვით, თუ რომელ ზარაფხანაშია მოჭრილი. ლისიმაქეს სტატერი საერთაშორისო ფულადი ერთეულის როლს ასრულებდა. ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოშიც აღმოჩენილია სოფ. ზემო მარღში, ენგურის ხეობაში ნენსკის ველზე (სვანეთი), სოფ. ეკში (სენაკის მუნიციპალიტეტი), ვანში, გულრიფშში.



ალექსანდრე მაკედონელის სტატერი  ოქროს მონეტა,მოჭრილი ალექსანდრე მაკედონელის სახელით ძვ. . IV საუკუნეში, საშუალო წონა 8,6 გრ. ასრულებდა საერთაშორისო ფულის ერთეულის როლს. მონეტის შუბლზე გამოსახულია მუზარადიანი ათენას პროფილი, ზურგზეფრთოსანი ქალღმერთი ნიკე და ბერძნული ზედწერილი: „Alexandru” ან „Basileös Alexandru” („ალექსანდრესიანალექსანდრე მეფისა“). მეფის ტიტულის მოთავსება ალექსანდრე დიდმა თავის მონეტაზე ძვ. . 329 წლიდან დაიწყო.
ალექსანდრე მაკედონელის სტატერი გავრცელებული იყო საქართველოშიც.  აღმოჩენილია სოფ. ჭიორაში (ონის მუნიციპალიტეტი), რიყე (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ბაბუშერა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი),  ფიჭვნარი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), ვანი  (ვანის მუნიციპალიტეტი), მცხეასა და სვანეთში (მდ. ნეკრესის ველი, სოფ. ჭუბერიდან 20 კმ.; სოფ.თავრალი, ჭუბერი, ზემო მარხი).


აკეს სტატერი კოლხეთში მოჭრილი ოქროს მონეტა (ძვ. . III .). მხატვრულად და ტექნიკურად შესრულებით არ ჩამოუვარდება პროტოტიპს ლისიმაქეს სტატერებს. წონა — 8,45 . მონეტის შუბლზე გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელის პროფილი, ზურგზექალღმერთი ათენა და ბერძნული წარწერა Basileos Aku — აკე მეფისა. კოლხეთის მეფის სახელიაკე სხვა წყაროებით უცნობია.
ცნობილია ორი ასეთი სტატერი, ორივე ძველი კოლხეთის ტერიტორიაზექ აღმოჩენილი. ტრაპიზონის მიდამოებში ნაპოვნი აკეს სტატერი დაცულია პარიზის მედლების კაბინეტში,ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. კინჩხაში ნაპოვნი მონეტა. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.


Thursday, March 20, 2014

მათეს სახარება. 16 თავი

მათეს სახარება
თავი მეთექვსმეტე


იესოს მიუახლოვდნენ ფარისევლები და სადუკეველნი და სასწაულის ჩვენება სთხოვეს. ხოლო იესომ მათ მიუგო: " საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია. დილას კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ. უკეთური და მრუში მოდგმა სასწაულს ეძებს: "მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა." იესომ ისინი მიატოვა და წამოვიდა.

ხოლო იესოს მოწაფეებს, გაღმა გასვლისას,  პურის წამოღება დაავიწყდათ. იესომ გააფრთხილა ისინი: "ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს." ისინი კი გულში ფიქრობდნენ: "ალბათ იმიტომ გვეუბნება, რომ პურის წამოღება დაგვავიწყდაო." იესო კი მათ ფიქრებს მიხვდა და უთხრა: "რას ფიქრობთ მცირედ მორწმუნენო, პურის წამოღება დაგვავიწყდაო? ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ
ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი გოდორი გაავსეთ კიდევ? არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა და რამდენი კალათი გაავსეთ კიდევ? ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: "ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს–მეთქი?" მაშინღა მიხვდნენ მოწაფეები, რომ იესო მათ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებისგან დაცვას ცდილობდა.


ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მიადგნენ, იესომ მოწაფეებს ჰკითხა: "რას ამბობს ხალხი, ვინ არის ძე კაცისა?" მათ მიუგეს: "ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს – ელია, ზოგს – იერემია თუ ერთ–ერთუ წინასწარმეტყველთაგანი."
კვლავ ჰკითხა მათ: "თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე?" სიმონმა, იგივე პეტრემ მიუგო: "შენა ხარ, ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.


ხოლო იესომ მიუგო: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ." ხოლო მე გეუბნები: "შენ ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც." 
იესომ სთხოვა თავის მოწაფეებს, რომ არ გაეთქვათ მისი ნამდვილი ვინაობა. იმის შემდეგ იესომ  დაიწყო თავისი მოწაფეებისათვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართგან, სასიკვდილოდ მიეცა თვი, და აღმდგარიყო მესამე დღეს. 
მაშინ გაიგო პეტრემ, გაიყვანა და კიცხვა დაუწყო და უთხრა: " შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ."


ხოლო იესო მობრუნდა პეტრეს და უთხრა: "გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმრთისგან კი არ ფიქობ, არამედ კაცისგან."
მაშინ იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: "ვისაც სურს მე მდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგანაც ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისთვისდაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისებრ მიაგებს თითოეულს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: "ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას თავის სასუფეველში."

მათეს სახარება 15 თავი

მათეს სახარება
მეთხუთმეტე თავი

იესოსთან მივიდნენ იერუსალიმელი მწიგნობრები და ფარისევლები და ჰკითხეს: „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას. იესომ მათ კითხვას კითხვითვე მიუგო: „კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით? ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: „პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. ხოლო თქვენ ამბობთ: „ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: „ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, – პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.“

თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა ესაია წინასწარმეტყველმა, რომელმაც თქვა: „ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებასა და მცნებებს.“


იესომ მოუხმო ხალხს და სმენისკენ მოუწოდა: „პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს.“
მაშინ მიუახლოვდნენ მას მოწაფეები და უთხრეს: „თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ? ხოლო იესომ მიუგო: „ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. მოეშვით მათ: „ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან.
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „განგვიმარტე ეს იგავი.“ხოლო იესომ თქვა: „ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და ის ბილწავს კაცს. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი. ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.









ქანაანელი ქალის იგავი
წამოვიდა იესო იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს, სადაც ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: „შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო. ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან. ხოლო იესომ მას არაფერი მიუგო. მიადგნენ მას მისი მოწაფეები და სთხოვეს: „გაუშვი ეს ქალი, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის. ხოლო იესომ პასუხად თქვა: „არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. ქალმა კი მიუგო: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს? მაშინ იესომ მიუგო: „ეჰე, ქალო! დიდია შენი რწმენა და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.“

წამოვიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვის პირას, მთაზე ავიდა და იქ დაჯდა. მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან მოიყოლეს კოჭლნი, ბრმანი, ყრუნი, საპყარნი და სხვა მრავალი, ფეხრთით დაუსვეს იესოს და მანაც განკურნა ისინი. ასე რომ, ხალხი გაოცებული რჩებოდა და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს. ხოლო იესომ მოიხმო მოწაფეები და უთხრა: „მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში. უთხრეს მას მოწაფეებმა: „სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ? ჰკითხა მათ იესომ: „მაინც რამდენი პური გაქვთ? მათ მიუგეს: შვიდი, და ცოტაოდენი თევზი.

იესომ აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის
მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა – ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღ, ხოლო მჭამელი იყო ოთხი ათასი კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა. და გაისტუმრა ხალხი იესომ, ნავში ჩაჯდა და მიადგა მაგდალას საზღვარს.